ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 16, 2022
16.06.22 – ქედა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებსა და მნიშვნელობაზე.
სემინარზე საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერების მნიშვნელობას, რადგან მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები უფრო მედეგნი არიან დეზინფორმაციის მიმართ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.