ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 20, 2022

20.09.22 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მადრიდის სამიტზე, ნატო-ს გაფართოების პერსპექტივასა და ამ ფაქტის მნიშვნელობაზე საქართველოსთან მიმართებაში.

ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლზე მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.