ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 13, 2022

13.07.22 – ქედა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა მადრიდის სამიტსა და ნატო-ს ნორდიკული გაფართოების პერსპექტივაზე.
ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლს მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.