ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივნისი 8, 2022

08.06.22 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახელეობასთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა (DCFTA) და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე.

სემინარზე, ასევე, საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და მასთან გამკლავების მეთოდებს.

მონაწილეებმა დისკუსიის ნაწილში განიხილეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებული არსებული ეტაპები და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.