ქობულეთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 20, 2021

20.12.21 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ეტაპებზე, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის მანძილზე ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელსა და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოს ევროპული გზის ისტორიულ და თანამედროვე ჭრილში მიმოხილვისას, საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს.

ყურადღება, ასევე, გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე, მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებზე, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებში ჩართულობაც საქართველოს თითოეული მოქლაქისთვის არის შესაძლებელი.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.