ქობულეთის კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 23, 2021

23.04.21 – ქობულეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით, უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით ქობულეთის კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს დასავლური ინსტიტუტების საქმოანობის სპეციფიკა, პრიორიტეტები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკა გააცნო. ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ასევე, საუბარი შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებს, ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

შეხევდრას ქობულეთის კულტურის ცენტრის დირექტორი სოფიო მოწყობილი ესწრებოდა, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხებზე კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ, საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.