ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 24, 2022

24.10.22 – სოფელი კვირიკე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობის, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებული სამომავლო ნაბიჯებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას, სიკეთეებსა და უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

დისკუსიის ფარგლებში, ხაზი გაესვა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.