ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 29, 2022
29.09.22 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის სამსახურების, დაქვემდებარებული უწყებებისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროპული ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპებზე ისაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტებებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიურ თანამშრომლობასა და პროაქტიულ კომუნიკაციაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.