ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 22, 2021
22.10.21 – სოფელი ლეღვა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ასოცირების ხელშეკრულების პრიორიტეტები, ნაკისრი ვალდებულებები და მიმდინარე პროგრამები გააცნო. დასავლური ინსტიტუტების საქმიანობის სპეციფიკასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე საუბრისას კი-მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.