ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 7, 2021

07.10.21 – სოფელი ქაქუთი და აჭი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთისა და აჭის საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ საქართველოს სხვადასხვა ფორმატში მხარდაჭერისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ასოცირების ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები, ნაკისრი ვალდებულებები და მიმდინარე პროგრამები გააცნო. დასავლური ინსტიტუტების საქმიანობის სპეციფიკასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე საუბრისას კი -მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის.

ყურადღება გამახვილდა რეგულაციებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი -ახალგაზრდებისთვის არის ხელმისაწვდომი.