ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 17, 2022

17.05.22 – სოფელი კონდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე ესაუბრა. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა მსმენელებს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ კონდიდის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ლაზიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.