ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
თებერვალი 10, 2022
10.02.22 – სოფელი დაგვა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებზე, რეგულაციებსა და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზეც. ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
შეხევდრას ესწრებოდა დაგვას საჯარო სკოლის დირექტორი მაია კიკნაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.