ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 18, 2022
18.03.22 – სოფელი ციხისძირი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების, შემდგომი ნაბიჯებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს, გამოწვევებს, საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან გამკლავების მეთოდებს.
შეხვედრას ესწრებოდა ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ხინიკაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა დასავლური ინტეგრაციის შესახებ საუბრების სასკოლო სივრცეში გააქტიურების მნიშვნელობასა და ამ კუთხით საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.