ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 28, 2021

28.09.21 – სოფელი წყავროკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან, ევროკავშირის მიერ საქართველოს სხვადასხვა ფორმატში მხარდაჭერისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ასოცირების ხელშეკრულების პრიორიტეტები, ნაკისრი ვალდებულებები და მიმდინარე პროგრამები გააცნო. დასავლური ინსტიტუტების საქმიანობის სპეციფიკასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე საუბრისას კი მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდებისთვის არის ხელმისაწვდომი.
შეხვედრას სოფელ წაყვროკას საჯარო სკოლის დირექტრი ირაკლი ჯინჭარაძე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სასკოლო სივრცეში საუბრების გააქტიურების მხარდაჭერასა და საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.