ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 16, 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით ევროინტეგრაციის საკითხებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ სემინარი გამართა.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ევროპულ არჩევანსა და პერსპექტივებზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახებ სარგებელზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ასევე ევროკავშირისა და ნატოს მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებზე. ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებზე და აღნიშნულ მისიებში საქართველოს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობაზე. მომხსენებელმა ევროკავშირის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გახსნილ შესაძლებლობაზე, მათ შორის Erasmus+ პროგრამაზე და უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.