ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 30, 2021

30.09.21 – სოფელი ჯიხანჯური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის ისტორიულ ურთიერთობებსა და ევროპული მომავლის უალტერნატივობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებს, სტრატეგიული პარტნიორობით გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობას, უვიზო მიმოსვლასა და იმ პროგრამებს, რომლებში ჩართულობაც თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. ხაზი გაესვა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.