ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

აპრილი 16, 2021

16.04.21 – სოფელი მუხაესტატე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პერსპექტივებზე, აგრეთვე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციულ ეტაპებზე. ანტიდასავლურ პროპაგანდაზე საუბრისას კი ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის ნეგატიურ გავლენებზე, საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე. ახალგაზრდები დაინტერესდნენ უვიზო მიმოსვლის პროცესში არსებული რეგულაციებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებით, მათთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობებითა და შერჩევის კრიტერიუმებით.

შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის„დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოსრეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.