ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
ივნისი 15, 2021

15.06.21 – სოფელი ქვედა სამება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებას საჯარო სკოლის პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტესა და დინამიკაზე ისაუბრა. მონაწილეებს იმ შესაძლებლობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა რეგულაციებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელს, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.