ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 11, 2021

11.06.21 – სოფელი ზედა სამება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამებას საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. საუბარი, ასევე, შეეხო უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებს. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამებითა და შერჩევის კრიტერიუმებით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.