ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 26, 2022

26.07.22 – სოფელი ალამბარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის ადგილობრივ მოსახლეობასთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობასა და სამომავლო ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე.

დისკუსიის ფარგლებში, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და მასთან გამკლავების მეთოდები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.