ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში ადგილობრივ მოსახლეობასა და შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 27, 2022

27.07.22 – სოფელი წყავროკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში ადგილობრივ მოსახლეობასა და შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელიც შშმ საკითხებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის ნინო ნოღაიდელისა და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, ამ პროცესში არსებულ მიღწვებსა და გამოწვევებს, აგრეთვე, იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები და პროექტები სთავაზობს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი იმ მითებისა და სტერეოტიპების დანგრევა იყო, რომლებიც შშმ პირების სრულფასოვნად ადაპტირების პროცესს ახლავს თან და საზოგადოების ყველა სფეროში ინტეგრირების გაცნობიერებულ არჩევანს უკავშირდება.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები და ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.