ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 12, 2021

12.10.21 – ქობულეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, პრიორიტებები, განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო და მათთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებულ ურთიერთობებს, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებს, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, მათი შესრულების დინამიკას, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხებზე, უმცირესობებისა და შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშემწყობ პროგრამებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამაზე Erasmus+, რომელში ჩართულობაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

დისკუსიის ნაწილში ახალგაზრდებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს.