ქუთაისის 60 + კლუბის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

აპრილი 11, 2022

11.04.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის 60 + კლუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, კლუბის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

კლუბის ხელმძღვანელი მერი ლობჟანიძე შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.