ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 7, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსთან  თანამშრომლობითა და  საქართველოს სტუდენტური პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შესახებ გავრცელებულ მითებზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელსა და კომიტეტების წევრებს შორის დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს, რომლის მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.