ქუთაისის ამერიკული კუთხის ახალგაზრდებთან ონლაინ ლექცია ჩატარდა

ივნისი 4, 2020

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ქუთაისის ამერიკული კუთხის ახალგაზრდებთან ონლაინ ლექცია ჩაატარა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველო ევროკავშირს შრის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 წლის მანძილზე არსებული გამოწვევები და ნაკისრი ვალდებულებები. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე და ერასმუს + გაცვლით პროგრამებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.