ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 25, 2022

25.10.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძე, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ერეკლე შუბითიძემ, რუსულ დეზინფორმაციულ ნარატივებსა და კომუნიკაციების ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის გადამოწმების საშუალებებსა და ყალბი გვერდების ამოცნობის ტექნიკებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს, მონაწილეებს თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.