ქუთაისის N6 აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 22, 2022

22.11.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის N6 აფხაზეთის სკოლასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე იგეგმება. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში მიღებულ სიკეთეებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებასა და განაცხადს კანდიდატის წევრობაზე.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები დაურიგდათ.