ქუთაისის პირველ სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 24, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, პროექტის “მომავლის ელჩები” ფარგლებში ქუთაისის გოგებაშვილის სახელობის პირველ სკოლაში ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პანდემიის პერიოდში დაგეგმილ აქტივობებზე ესაუბრა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი “მომავლის ელჩები” ქუთაისის მერიისა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპრტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.