ქუთაისის ქალთა კლუბის წევრებისა და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 3, 2021
03.11.21 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ჩართულობითა და ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისის ქალთა კლუბის წევრებისა და რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა მომხსენებელმა, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.