ქუთაისის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 11, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით “ნატოს სკოლის” ფარგლებში ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მოსწავლეებს ნატო საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრა. ყურადღება, ასევე, გაამახვილდა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით აძლევს. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს N33 და N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალები დაურიგდათ.
აღსანიშნავია რომ “ნატოს სკოლა” ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.