ქუთაისის საჯარო სკოლაში პროექტის „ნატოს სკოლა“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
იანვარი 22, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, იმერეთის ბიუროს ორგანიზებით პროექტის “ნატოს სკოლა” ფარგლებში ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობისა და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თემატური პრეზენტაციები წარადგინეს მოსწავლეებმა, თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს და უვიზო მიმოსვლის წესები საინტერესო ვიდეორგოლებით წარუდგინეს.
შეხვედრას მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრს თანამშრომლობა შესთავაზა.
აღსანიშნავია რომ “ნატოს სკოლა” ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.