ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი ონლაინ ლექცია ჩატარდა
ივნისი 11, 2020

2020 წლის 11 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის #23 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა იმერეთში, მარიკა ვაჭარაძემ, ონლაინ შეხვედრაზე ევროპის დღეების, უვიზო მიმოსვლის და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე თანატოლებს პროექტის „ნატოს სკოლა“ მონაწილემ ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორია და გაფართოების ეტაპების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ყურადღება, ასევე, გამახვილდა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე.