ქუთაისის სახელწიფო ისტორიულ მუზეუმში თემაზე: „ასოცირების ხელშეკრულების 6 წელი“ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 25, 2020
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ასოცირების ხელშეკრულების 6 წელი – მიღწევები და გამოწვევები“.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე და განხორციელების დინამიკაზე.
შეხვედრას ქუთაისში არსებული მუზეუმებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა.