ქუთაისის სახელწიფო მუზეუმის თანამშრომლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა
ნოემბერი 30, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებითა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობით მუზეუმის თანამშრომლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა გენდერული კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ქალთა შრომით უფლებებზე.
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც სოროპტიმის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნუგეშა გაგნიძეც ესწრებოდა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.