ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ივნისი 30, 2020

„ევროპის დღეები 2020“ – ის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ქუთაისის საკრებულოსთან თანამშრომლობით საკრებულოს დეპუტატებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით, ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს. ორთვიანი საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” მიმდინარეობს.