ქუთაისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 1, 2022
01.11.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით, პროექტის „რატომ ევროპა“ ფარგლებში, ქუთაისის სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე იგეგმება. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაფართოების ეტაპებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში მიღებულ სიკეთეებს. ხაზი გაესვა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასა და განაცხადს კანდიდატის წევრობაზე.
დისკუსიის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული მასალები გადაეცათ.