ქუთაისის სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ოფისს ესტუმრნენ
ივლისი 1, 2022
01.07.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ოფისს ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელსაც ცენტრი ახალგაზრდებისთვის რეგიონის დონეზე ახორციელებს.
მოსწავლეებს იმერეთის ბიუროს სტაჟიორმა მარიამ რობაქიძემ სამაგიდე თამაში EU&NATO გააცნო.
თამაშის პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებმა სამაგიდე თამაში ითამაშეს.
აღსანიშნავია, რომ სამაგიდე თამაში რეგიონული ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მიერ განხორციელებული პროექტის „ახალაგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობისთვის“ ფარგლებში შეიქმნა, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.