ქუთაისის სკოლის მოსწავლეებისთვის Erasmus+ საგანმანათლებლო პროგრამის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 16, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის Erasmus+ საგანმანათლებლო პროგრამის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე, ახალაგაზრდებს ცენტრის საქმიანობაზე, და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განათლების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის პროექტის მენეჯერმა ნინო ურუშაძემ მოსწავლეებს პროგრამის მიზანი და მასში ჩართვის საშუალებები გააცნო. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ პროგრამებზე.
სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.