ქუთაისის სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 10, 2020
2020 წლის 10 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ქუთაისის #37 საჯარო სკოლის დირექციის და სამოქალაქო საგნის პედაგოგის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა იმერეთში, მარიკა ვაჭარაძემ, ონლაინ შეხვედრაზე ევროპის დღეების, უვიზო მიმოსვლისა და კოვიდ პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა. შეხვედრაზე თანატოლებს პროექტის „ნატოს სკოლა“ მონაწილეებმა ევროკავშირისა და ნატოს შექმნის ისტორია და გაფართოების ეტაპების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ყურადღება გამახვილდა მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ მიმართულებით სთავაზობენ. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებებს კოვიდ პანდემიის პერიოდში.