ქუთაისის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა და სამაგიდე თამაში NATO&EU გაიმართა
აპრილი 5, 2022
05.04.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ინიციატივით, ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მექანიზმებსა და დაახლოების ეტაპებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით სამაგიდე თამაში NATO&EU შეიქმნა. სამაგიდე თამაშის შექმნა პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა ინფორმირებულობისთვის“ ფარგლებში გახდა შესაძლებელი. პროექტი რამდენიმე აქტივობას მოიცავს, მათ შორის საინფორმაციო სახის შეხვედრებსა და სამაგიდე თამაშის მოსწავლეებისთვის გაცნობას.
თამაშის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ საჩუქარი გადაეცა.
მიმდინარე პროექტი რეგონული ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ერთობლივი თანამშრომლომლობითა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.