ქუთაისის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივნისი 13, 2022

13.06.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიასა და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო- საქართველოს ურთიერთობაზე, პარტნიორობასა და გაწევრიანების მექანიზმებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ განაცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.