ქუთაისის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
იანვარი 27, 2023
27.01.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ოფისში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეების ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ახალგაზრდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სხვადასხვა სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა სამაგიდე თამაში EU&NATO ითამაშეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს თანამშრომლობისა და ჩართულობის სურვილი ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეების საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალები დაურიგდათ.