ქუთაისის სკოლის პედაგოებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

იანვარი 24, 2023

24.01.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისი N36 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დინამიკას. ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან მომავალ საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.

გარდა ამისა, მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.