ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 25, 2022

25.10.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძე, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ერეკლე შუბითიძემ, სტრატეგიული კომუნიკაციების როლსა და დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის შედეგად არსებულ საფრთხეებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს, სტუდენტებს თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.