ქუთაისში აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 2, 2022

02.12.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ იგეგმება. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, მის გაფართოებასა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე. საუბარი, ასევე, შეეხო გაწევრიანების მექანიზმებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

შეხვედრას სამოქალაქო საგნის, ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგებიც ესწრებოდნენ.