ქუთაისში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 22, 2023

22.03.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან „წინ შენი მომავლისთვის“ თანამშრომლობით, ქუთაისში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნებზე ესაუბრა. შეხვედრის ძირითადი თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცედურები იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხი გაიმართა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს ეხებოდა. მათ შორის, დასაქმებას და სამედიცინო მომსეხურების მიღების პროცედურებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.