ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა
მარტი 27, 2021

27.03.21 – ქუთაისი
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებებისა და განათლებისთვის“ ორგანიზებით ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვარდებულებებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შრომით ურთიერთობის სფეროში ამ ეტაპზე ხორციელდება. მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო მოამზადეს. ტრენინგის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც კონკრეტული ქეისები განიხილეს.
პროექტი “ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის – ვიცოდეთ მეტი უფლებების შესახებ” ხორციელდება ქ. ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახურის, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, რომლის პარტნიორია “ახალგაზრდული ცენტრი”.