ქუთაისში პირველი სამაგიდე თამაშის NATO&EU პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 1, 2022
01.04.22 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს, რეგიონული ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ ერთობლივი თანამშრომლომლობითა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის, ფინანსური მხარდაჭერით სამაგიდე თამაში NATO&EU შეიქმნა.
ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში პირველი სამაგიდე თამაში ჩატარდა, რომელსაც 40-მდე მოსწავლე ესწრებოდა. გამარჯვებულს მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ საჩუქარი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრა ქუთაისის კიდევ 15 სკოლაშია დაგეგმილი.
სამაგიდე თამაშის შექმნა პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა ინფორმირებულობისთვის“ ფარგლებში გახდა შესაძლებელი. პროექტი რამდენიმე აქტივობას მოიცავს, მათ შორის საინფორმაციო სახის შეხვედრებსა და სამაგიდე თამაშის მოსწავლეებისთვის გაცნობას.