ქუთაისში პროექტის „მომავლის ელჩები“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
იანვარი 22, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე და სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე პროექტის “მომავლის ელჩები” მონაწილეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებებზე და სახალხო დამცველის მანდატზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს რეგიონული ინიციატივების ცენტრი ნათელი მომავალი ახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო.