ქუთაისში, საზოგადოებრივ კოლეჯში „იბერია“ სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 25, 2022

25.11.22 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისში, საზოგადოებრივ კოლეჯში „იბერია“ სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც წლის მანძილზე ცენტრის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე იგეგმება.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის ისტორიაზე, მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს ცენტრის მიერ მომზადებული თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.